საქართველოში ჩატარებული არჩევნების თემა საერთაშორისო საზოგადოებისთვის კვლავ განხილვის საგანია. ამჯერად შეფასებები ევროპარლამენტში გაკეთდა. ევროკომისარი შტეფან ფულე იზიარებს ევროპარლამენტარ მარტინ შულცის მოსაზრებას, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და დემოკრატიული, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველო დემოკრატიისკენ მიდის. ფულე ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა კვლავაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტქუტურებში ინტეგრაციისკენ არის ორიენტირებული და ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანია. როგორც ფულე აცხადებს, ახალმა მთავრობამ გამოხატა თავისი მიზანი, რომ ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის, ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ ხელშეკრულების პროცესი სწრაფ ტემპში გაგრძელდეს. "ჩვენ ჩვენის მხრივ დავარწმუნეთ ისინი, რომ ევროკავშირი კვლავაც მხარს დაუჭერს მათ ამ მიზნებს როგორც ტექნიკურად და ფინანსურად, ასევე დიალოგის გზით", - აღნიშნა შტეფან ფულემ ევროპარლამენტში გამოსვლისას.