ინდოეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთში სეზონურ წვიმებს რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, შტატ კერალაში უხვმა ნალექმა მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია, რის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა. თვითმხილველების თქმით, ეს ყველაზე დამანგრეველი მეწყერი იყო ბოლო 20 წლის მანძილზე. წყალდიდობის გამო კი შტატში კიდევ 20 ადამიანი დაიღუპა. ევაკუირებულია 22 000 ადამიანი. 

ქვეყნის დასავლეთ შტატებში კვირის განმავლობაში წყალდიდობამ სულ მცირე 35 ადამიანი იმსხვერპლა, ევაკუირებულთა რაოდენობა კი 200 000 აღემატება.

სეზონური წვიმები ინდოეთში ივნისიდან სექტემბრამდე მოდის და ქვეყანას დიდ ზარალს აყენებს. ამავდროულად ამ პერიოდში ქვეყანა ყოველწლიური ნალექის 70% იღებს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის და ეკონომიკისთვის.