აგარის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

აგარის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

ჩუღურეთის რაიონში, აგარის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტის საფარი 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწესრიგდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ბორდიური და დაზიანებულ ასფალტს ახალი, ორფენიანი საფარი ჩაანაცვლებს. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. საგზაო სამუშაოებს ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ბი-ემ-სი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 80 000 ლარია.