მილოცვები ახალი ხელისუფლების მისამართით არჩევნებიდან სამი კვირის შემდეგაც არ წყდება. ამჯერად უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში ივანიშვილს გამარჯვება ისრაელიდან მიულოცა კოლეგამ. ბენიამინ ნეთანიაჰუ ბიძინა ივანიშვილს ისრაელში ეპატიჟება. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრისას საქართველო-ისრაელის ურთიერთობაზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ იგი მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.