21 საუკუნეში დასაქმებული ადამიანი მხოლოდ სახელმწიფო მხარდაჭერის იმედზე  არ უნდა იყოს

21 საუკუნეში დასაქმებული ადამიანი მხოლოდ სახელმწიფო მხარდაჭერის იმედზე  არ უნდა იყოს

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი საპენსიო სააგენტოს დირექტორთან შეხვედრის შემდეგ რეფორმის მიმართ არსებულ ნდობაზე საუბრობს. ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში საკუთარი ნებით დარჩა და განაგრძობს საპენსიო დანაზოგის განხორციელებას. ,,ჩვენს ქვეყანაში იზრდება დასაქმებულების რაოდენობა და მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება ყველა შემთხვევაში. 2020 წელს ამ პროცესში უკვე თვითდასაქმებულები ჩაერთვებიან, გაიზრდება ბენეფიციართა რაოდენობა. მე ვხედავ რომ ეს სააგენტო უფრო მეტ ნდობას იმსახურებს და დარწმუნებული ვარ რომ ეს ნდობა უკვე აისახება იმაში რომ ადამიანებმა, რომლებმაც დატოვეს სქემა უკან დაბრუნდებიან  და ხელს შეუწყობენ  ამ ქვეყანაში ყველას ჰქონდეს ბედნიერი სიბერე." სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ლევან სურგულაძისგან მიიღო ინფორმაცია როგორ მუშაობს საპენსიო სააგენტო, რა მექანიზმებით იქნება დაცული საპენსიო დანაზოგები და იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოებას მეტი ნდობა გაუჩნდება მიმდინარე პროცესის მიმართ. 

video - https://we.tl/t-Tzimgn9JZY