გაშიფრულია კორუფციული სქემა.
რა ხდებოდა განათლების სისტემაში დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს?
თქვენ ახლა ნახავთ ფარულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნები ბიზნესმენებს ფულს სძალავენ.
საქმეში ფიგურირებს მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე და მინისტრის თანაშემწე ვინმე ფელიქს უბირია, რომელიც შაშკინის სახელით საუბრობს.
საქმეში ასევე გარეულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.
სქემა ასეთი იყო: განათლების სამინისტროში დაბარებულ ბიზნესმენებს სახელმძღვანელოების შემოტანის ახალი ლიცენზიის მისაღებად ქრთამს თხოვდნენ, შემდეგ კი მოსყიდვის ბრალდებით ციხეში უშვებდნენ.
არადა 50 ათასი დოლარის გამოძალვის ფაქტი გადაღებულია.