ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირება მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, გიორგი ბარამიძის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ განხორციელდა - გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, დეპუტატმა გიორგი ჟვანიამ ამის შესახებ "მაესტროს" ეთერში განაცახდა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც არსებული მტკიცებულებების მეშვეობით, საქმეს ძალიან სწრაფად მოჰფენს ნათელს. გიორგი ჟვანიას თქმით, აბსოლუტური ტყუილი იყო ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ვერსია იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრემიერი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.