ჩუღურეთის რაიონში, თოიძის N7-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, თოიძის N7-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, თოიძის N7-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ათი ოჯახი ცხოვრობს. პროექტი კი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“ ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკვლისა და კედლების გამაგრება, ლითონის კუთხოვანებით ფანჯრებისა და კარების ღიობების მოჩარჩოება ხდება. მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „პატაშა“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 42 000 ლარია. მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში თბილისური ტიპის რვა საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა, ხოლო ათ მისამართზე გამაგრების სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.