საერთაშორისო სავაჭრო პალატა ქვეყანაში გაფიცვების სასწრაფოდ შეწყვეტის მოწოდებით გამოდის(VIDEO)

საერთაშორისო სავაჭრო პალატა ქვეყანაში გაფიცვების სასწრაფოდ შეწყვეტის მოწოდებით გამოდის(VIDEO)

საერთაშორისო სავაჭრო პალატა ქვეყანაში გაფიცვების სასწრაფოდ შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. "საერთაშორისო სავაჭრო პალატა მხარს უჭერს მომუშავეთა კანონიერ ულფებებს, თუმცა გამოსვლები, რომლებიც არალეგიტიმური და პოლიტიკურ ფონზეა მოტივირებული ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის იმიჯზე.
ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ ნათლად განაცხადა, რომ მათი პოლიტიკის პრიორიტეტი არის "შრომის კოდექსის" გადახედვა, აქედან გამომდინარე, მიმდინარე გაფიცვები მხოლოდ ასუსტებს ახლად დამტკიცებული მთავრობის ნდობისუნარიანობას და მის შესაძლებლობებს დაიცვას სოციალური სტაბილურობა",-აღნიშნულია განცხადებაში. საერთაშორისო სავაჭრო პალატა მოუწოდებს სავაჭრო გაერთიანებებს, სასწრაფოდ შეაჩერონ წესრიგის დამრღვევი ქმედებები და აქვე მოუწოდებს გააგრძელონ საუბარი ბიზნესის წარმომადგენლებთან საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის ეგიდით შექმნილი სამმხრივი კომისიის ფარგლებში, რომლის მიზანია განიხილოს და აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.