საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაბარების პროცესი ცივილიზებულად და მეგობრულად წარიმართა(VIDEO)

საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაბარების პროცესი ცივილიზებულად და მეგობრულად წარიმართა(VIDEO)

საგარეო უწყებაში იმყოფება ახალი მინისტრი მაია ფანჯიკიძე. ექს-მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გადაბარების პროცესი ცივილიზებულად და მეგობრულად წარიმართა. ვაშაძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ პრიორიტეტები იგივე რჩება და ეს არის ევროკავშირი, ნატო და კარგი ურთიერთობები მეზობლებთან. ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს ამ ეტაპზე ჯერჯერობით სამი მოადგილე ეყოლება. როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იქნება , რომელიც 18 წელი მუშაობდა ამ უწყებაში და შემდეგ პოლიტიკური მიზეზების გამო, მოუწია სამინისტროს დატოვება. ფანჯიკიძის მეორე მოადგილე იქნება გუგა ხელაია, რომელიც მინისტრის განცხადებით, საგარეო უწყებაში არ მუშაობდა, თუმცა არის გამოცდილი ფინანსისტი და ეკონომისტი და მას სამინისტროში შესაბამისი საკიტხების კურირება დაევალება. ახალმა მინისტრმა პოსტზე დარჩენა შესთავაზა გრიგოლ ვაშაძის პირველ მოადგილეს ნიკოლოზ ვაშაკიძეს, რომელიც ამ შეთავაზებას დათანხმდა.