Jessie J  კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

Jessie J  კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

თანამედროვე პოპ მუსიკოსის Jessie J  კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 6 აგვისტოს  თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება. 

მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

06/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883

გასვლა- თბილისი   ჩასვლა-Black Sea Arena    ჩასვლა-ბათუმი          გამოსვლა-ბათუმი   გამოსვლა-Black Sea Arena        ჩამოსვლა- თბილისი

12:40         17:25         18:23         23:50         0:38  5:15

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 6 აგვისტოს მოძრავ მატარებლებს -  №802/807, 805/806, 852/851, 808/801,  804 თბილისი-ბათუმს  და 7 აგვისტოს, მატარებელ №811 ბათუმი-თბილისს,    გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!