გაფიცვის მე-6 დღე აჭარა-გურიის საზღვარზე. ჩინურ კომპანია „სინო - ჰიდროს" დაქირავებული მუშები ხელფასის მომატებას ითხოვენ. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები სამუშაოს დაწყებას მანამ არ აპირებენ, სანამ კომპანია დღიურ ხელფასს 30 ლარამდე არ გაუზრდის. დღეისათვის დღიური ანაზღაურება 15 ლარს შეადგენს. დღის მეორე ნახევარში მოლაპარაკების გამართვა კომპანიის თანამშრომლებთან იგეგმება. შეხვედრაში მონაწილეობას გაერთიანებული პროფკავშრებისა და ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები მიიღებენ. მოლაპარაკების პირველ ეტაპზე კომპანია მუშებს ხელფასის 5 ლარით მომატებას დაპირდა, რასაც ისინი არ დათანხმდნენ.