რკინიგზელების მიმართვა პრემიერ-მინისტრს(VIDEO)

რკინიგზელების მიმართვა პრემიერ-მინისტრს(VIDEO)

რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილს შეხვედრასა და კონსულტაციებს სთავაზობენ. ამასთან დაკავშირებით პროფკავშირების წარმომადგენელმა გია ყრუაშვილმა რკინიგზიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან ერთად მეტროსადგურ "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვა წაიკითხა. ყრუაშვილის განცხადებით, რკინიგზელებს ივანიშვილთან უამრავი კითხვა აქვთ, რომელიც უწყებისა და თანამშრომლების მომავალს ეხება. ამასთან, 50 მდე გათავისუფლებულმა თანამშრომელმა რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის გენერალური დირექტორის, თემურ ბულიას გადადგომა მოითხოვეს და მისი კაბინეტის პიკეტირებით დაიმუქრნენ. თუმცა რკინიგზის მგზავრთა სამსახურში მათ განუცხადეს რომ ბულია ამჟამად თბილისში არ იმყოფება. რკინიგზელები და რკინიგზელების პროფკავშირების წარმომადგენელები იმედოვნებენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შედეგად რკინიგზის ხელმძღვანელად ღირსეული კანდიდატი დაინიშნება.