ჩუღურეთის რაიონში, ზაზიაშვილის მე-3 შესახვევის N22-ში გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია ეწყობა, რომლის დასრულების შემდეგაც, კედლის მშენებლობა დაიწყება.
მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, გიორგი ვოლსკისთან და რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო.
„ჩვენი რაიონის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობას აქტიურ რეჟიმში ვახორციელებთ. წლის განმავლობაში, 30-მდე კედლის გამაგრება ხდება, რათა ადგილობრივებს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ზაზიაშვილის მე-3 შესახვევში ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია მუშაობს.
მსგავსი ტიპის სამუშაოები პარალელურად, ცხრა მისამართზე მიმდინარეობს.