საპენსიო სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა თელავის უნივერსიტეტში

საპენსიო სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა თელავის უნივერსიტეტში

დღეს, საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბაჩო ხუროშვილმა საპენსიო სააგენტოს საქმიანობის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა. დაგროვებითი საპენსიო სქემით დაინტერესებულმა სტუდენტებმა საინტერესო, სიღრმისეული შეკითხვები დასვეს და დეტალური პასუხები მიიღეს.

შეხვედრა სრულად ინტერაქტიული იყო, ძირითადი ინტერესი აკუმულირებული თანხის მიმდინარე პროცენტს, ამონაგებს და საინვესტიციო საბჭოს სამუშაოს შეეხო. ასევე, ისაუბრეს მთავარი რისკის ოფიცრისა და მთავარი საინვესტიციო ოფიცერის შერჩევის შესახებ. საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ სრულყოფილ ინფორმაცია მიაწოდა. საპენსიო სააგენტო კვლავ განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას და უახლოეს მომავალში მსგავსი შეხვედრა ბათუმში იგეგმება.