ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის N 5/7-ში 1200 კვადრატულ მეტრზე შიდა კვარტალურ ეზოში ასფალტის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში, მოწყობა ბორდიურები. მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. სამუშაოებს ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, შპს „ბი-ემ-სი“ ასრულებს და მისი ღირებულება 40 000 ლარია. მიმდინარე წელს, მსგავსი სამუშაოები 25 მისამართზე უკვე დასრულდა.