რუსეთიდან ფრენების შეზღუდვის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს

რუსეთიდან ფრენების შეზღუდვის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს

თიბისიმ ტურიზმის სექტორის ყოველკვირეული მაჩვენებლები გაანალიზა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთიდან ფრენების აკრძალვის შემდეგ, რუსეთიდან ტურისტების შემცირებაა. ივლისის მეორე კვირაში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების 21.4%-იანი კლება დაფიქსირდა და მათ შორის, თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორები 78.6%-ით შემცირდა. სახმელეთო გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით იმავე დონეზე იყო. ამასთან, სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების მატების შედეგად, ჯამურად ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს. პუბლიკაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე https://www.tbcresearch.ge/en/Research/Flight-ban-impact

წინასწარი შედეგები თანხვედრაშია თიბისი კვლევების 24 ივნისის პუბლიკაციაში გაკეთებულ პროგნოზებთან https://www.tbcresearch.ge/en/Research/Russia-sanctions-on-tourism

თუ გსურთ თიბისის მაკროეკონომიკური და სექტორული, თიბისი კაპიტალის კვლევების მიღება, მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი „subscribe" უჯრაში საიტზე www.tbcresearch.ge