რას აანონსებს ნიკა გვარამია და რა იგულისხმა

რას აანონსებს ნიკა გვარამია და რა იგულისხმა "ახალი იარაღის" შექმნაში

"რუსთავი2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანიიდან წასვლის შემდეგ ვიდეომიმართვა პირველად გაავრცელა. ნიკა გვარამიამ ახალი „იარაღის შექმნა“ დააანონსა, თუმცა დეტალები ბუნდოვანი დატოვა.

„რუსთავი 2“ იყო მხოლოდ ირაღი ჩვენ ხელში, იარაღი ქვეყნის დასაცავად. როცა გვართმევენ ერთ იარაღს უნდა მოვიმარჯვოთ მეორე. საქმე მებრძოლებში და ბრძოლაშია და არა იარაღში, იარაღი მნიშვნელოვანია ძალიან, მაგრამ იარაღი შეცვლადია. ნებისმიერ ვითარებაში, როგორიც არ უნდა იყოს სიტუაციის სირთულე, აუცილებლად უნდა მოვიგონოთ სხვა იარაღი, რომელსაც მოვიმარჯვებთ, რომელსაც საქართველოს საქმეს მოვახმართ.

ეს მხოლოდ ჩვენი გონიერების, შრომის, მოხერხებულობის, თავდადების და თანმიმდევრულობის საქმეა. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მეც მაქვს და მგონია, რომ ეს ყველაფერი იმ ადამიანებსაც აქვთ, ვისიც მეიმედება ამ ბრძოლაში.

ვინ არიან ეს ადამიანები? ამაზე ჯერ არ ვილაპარაკებ. როგორი იქნება ეს იარაღი? ასევე არ ვილაპარაკებ ჯერ, მაგრამ იქნება ნიკა გვარამია, იქნებიან მისი მეგორბრები, იქნება ახალი იარაღი და, მთავარია, იქნება ის იდეები, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებოდით და იქნება პროფესიონალიზმი, როგორითაც ჩვენ ამ იდეებს ვემსახურებოდით. ასე რომ, ყველაფერი წინაა. ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. მოკლეს „რუსთავი 2“, მაგრამ არ მოუკლავთ ქვეყანა, არ მოვუკლივართ ჩვენ და ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას“, - ამბობს გვარამია ვიდეომიმართვაში.