„რუსთავი2“-ის ჟურნალისტები ოქრუაშვილს ნოდარ მელაძის გარეშე შეხვდნენ?

„რუსთავი2“-ის ჟურნალისტები ოქრუაშვილს ნოდარ მელაძის გარეშე შეხვდნენ?

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მას და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრა ჰქოდათ. მელაძის თქმით, მან ოქრუაშვილისგან მხოლოდ ის მოისმინა, რაც 20 ივლისს პირდაპირ ეთერში გავიდა და სხვა ტიპის კომუნიკაცია არ ჰქონია.

ამ დროს პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილსა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შორის შეხვედრა შედგა. მისივე თქმით, ოქრუაშვილმა ათიოდე ჟურნალისტს შესთავაზა ტელეკომპანიის 80% წილის გადაცემა. რეხვიაშვილის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა პასუხისთვის დრო ითხოვეს.

ჯერჯერობით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების შეჯერება და რეალური მდგომარეობის დადგენა  არ ხერხდება.