არავის ისეთი ზიანი არ მიუყენებია ჩემი ოჯახისთვის, როგორც რუსთავი 2ს - ეკა ბესელია

არავის ისეთი ზიანი არ მიუყენებია ჩემი ოჯახისთვის, როგორც რუსთავი 2ს - ეკა ბესელია

რუსთავი 2 ის საქმეს სოციალურ ქსელში ეკა ბესელიაც გამოეხმაურა, აი რას წერს ის :

"ვაკვირდები მოვლენებს... ვაანალიზებ... ვცდილობ ემოციამ არ გადაფაროს ობიექტურობის სივრცე ჩემში. სწრაფად ვითარდება მოვლენები და დროში ოდნავ დაშორებაა საჭირო , რათა უკეთ დაინახო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი!

რუსთავი 2 დაუსრულებელი დავის ბედისწერას თავს ვერ აღწევს!

ეს ალბათ არც არასდროს დასრულდება და ხელისუფლების ცვლილებების კვალდაკვალ გაჩდება ახალ ახალი სარჩელები , ახალ ახალი მეპატრონეები თუ მსურველები...

( ახლა არ შევდივარ რა როგორ მოხდა. მახსოვს და ბევრი რამ ვიცი ამ თემაზეც...)

და ვიდრე ეს ახალ ახალი ბრძოლის ეტაპები არ დასრულდება , ეს ნიშანი იქნება , რომ არ სრულდება ხელისუფლებების ავი ზრახვა აკონტროლოს მედია!

ახლა ყველა ვაკვირდებით შეიცვლის თუ არა ფერს ,, რუსთავი 2" ისე როგორც იცვალა ტელე ,, იმედმა,, ( გული მწყდება როცა მახსენდება რამდენი ვიბრძოლეთ ,, იმედის,, ტელევიზიის დამოუკიდებლობისთვის)

ახლა ყველაზე მთავარი კითხვაა- როგორი იქნება ეს ტელევიზია??

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმთან ერთად , არავის ისეთი ზიანი არ მოუყენებია ჩემი და ჩემი ოჯახისთვის პირადად , როგორც ,, რუსთავი 2 " -ს ( როცა მიზანმიმართულად მესხმოდა წლების განმავლობაში თავს და ათას სისაძაგლეს გვაბრალებდა) არავითარი რევანშის და ნიშნის მოგების სურვილი არა მაქვს!

არ მძლევს პიროვნული სისუსტე და არც გამივლია გულში - ახია ! არ მინდა საკუთარ თავში ასეთი სისუსტე ვიპოვო და კარგად მესმის ახლა რამდენად მნიშვნელოვანია არა სახელი ვინაა მეპატრონე, არამედ შინაარსი რაც დევს მეპატრონეში!

შინაარსი კი უნდა იყოს არა მორიგი მსახურის ძებნა ხელისუფლების სახით- არამედ ობიექტურობა, სიმართლე და მიუკერძოებლობა ! ეს არის რაც გვინდა ამ ტელევიზიის ენით გვესმოდეს!

ახლა მთავარია ჟურნალისტებს მიეცეთ თავისუფლება და ამ თავისუფლების სიმართლისთვის გამოყების სრული ასპარეზი.

სხვა დანარჩენი :ვისი რა არის და როდის რა იყო- ეს კიდევ ბევრი წელი არ დასრულდება...

ამ სასამართლომ კი ვისი სიმართლე უნდა დაადგინოს, როცა სასამართლოს არა აქვს თავად სიმართლე...

პ.ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლების სამივე შტოს( საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი) შეცვლა!!!"

Maverick ე. ბესელიას!
თქვენივე სიტყვებით ვისარგებლებ და გიპასუხებთ ჩემებური პარაფრაზით: "ახლა მთავარია ჟურნალისტებს მიეცეთ თავისუფლება და ამ თავისუფლების სიმართლისთვის გამოყენების სრული ასპარეზი" ოღონდ მხოლოდ (ჩემი დამატება) "ობიექტურობა, სიმართლე და მიუკერძოებლობა! ეს არის რაც გვინდა ამ ტელევიზიის ენით გვესმოდეს!"
4 წლის უკან
Maverick ე. ბესელია: "ამ სასამართლომ კი ვისი სიმართლე უნდა დაადგინოს, როცა სასამართლოს არა აქვს თავად სიმართლე...
პ.ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლების სამივე შტოს( საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი) შეცვლა!!!" რამდენი წელი იყავი მათ გვერდით, და როდის მიხვდი მაგას?!

ჭაბუას დაწერილი და დათას სიტყვებით გიპასუხებთ "მაინც მოგზავნილი მგონიხართ"!
4 წლის უკან