შუახევი ჰესის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს, ასევე დასრულების ფაზაშია გვირაბის გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოები.
„შუახევიჰესის“ მშენებლობა, რომელსაც ინდური კომპანია Tata Power-ის, ნორვეგიული კომპანია Clean Energy-ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ შექმნილი ერთობლივი საწარმო „აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს, 2013 წელს დაიწყო.
შუახევის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი პირველია მდ. აჭარისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების კასკადში. პროექტის მშენებლობა ხორციელდება შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში და მისი დადგმული სიმძლავრე შეადგენს 187 მეგავატს (178 მეგავატიანი სადგური შუახევში და მცირე 9-მეგავატიანი სადგური მდინარე სხალთაზე).
2011 წლიდან დღემდე მარტო ქონებისა და მიწის გადასახადის სახით შუახევის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს მხოლოდ მშენებლობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში გადახდილი აქვს 34 მილიონ 447,551 ათასი ლარი. ჰესის ოპერირების პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები სულ მცირე წელიწადში 20 % გაიზრდება.
„შუახევიჰესის“ კასკადის პროექტი ჰიდროენერგეტიკაში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იყო, რომელმაც ხელი შეუწყო რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დონის ამაღლებას, რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას.
-ინტენსიური მშენებლობის დროს დასაქმდა 1700 ადამიანი, აქედან დაახლოებით 900 ადგილობრივი მოსახლე იყო. ამჟამად დასაქმებულია 421 ადამიანი, რაც თავისთავად ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას. მშენებლობის შემდგომ ჰესის ექსპლუატაციის დროს დასაქმდება სულ მცირე 50 ადამიანი.
-პროექტის განხორციელების ეტაპზე რეალიზებული იყო 100-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი (გზის რეაბილიტაცია, სასმელი წყალი, ბაგა-ბაღის მშენებლობა, სკოლის რეაბილიტაცია, ბიბლიოთეკის მოწყობა)
მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამა, სტუდენტების დაფინანსების პროგრამა, სტუდენტების სტაჟირების პროგრამა, გოდერძის ალპური ბაღის მშენებლობა-განვითარება, ინგლისური ენის საპილოტე პროგრამა, ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (მეფუტკრეობა, მეთხილეობა, მეცხოველეობა)
2014 წლიდან დღემდე კომპანიას სათემო პროექტებში დახარჯული აქვს დაახლოებით 8 მილიონი ლარი.
„შუახევიჰესის“ პროექტის თავდაპირველი საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, ამ ეტაპისთის კი 600 მილიონამდეა გაზრდილი. ჰესის დადგმული ჯამური სიმძლავრე 187 მგვტ/წელიწადში-450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიის გამოიმუშავებით, რითაც ყოველწლიურად სათბური გაზების შემცირებას 200 000 ტონაზე მეტით უზრუნველყოფს. “შუახევიჰესი” სერტიფიცირებული სადგურია კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს ჩარჩო კონვენციის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად.
„შუახევიჰესი“ სატესტო ოპერირებას 2019 წლის ბოლოს დაიწყებს, ხოლო სრული დატვირთით 2020 წლიდან იმუშავებს.
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“