ბატონო ქიბარ, მოიხსენით კომპლექსები, ვისაც არ აწყობს ჩაალაგოს ჩემოდანი და წავიდეს იმასთან, ვისთანაც ენის ტლიკინი გაუვა

ბატონო ქიბარ, მოიხსენით კომპლექსები, ვისაც არ აწყობს ჩაალაგოს ჩემოდანი და წავიდეს იმასთან, ვისთანაც ენის ტლიკინი გაუვა

ჟურნალისტი თამარ ვეზირიშვილი “რუსთავი2”-ის მფლობელსა და ახალ დირექტორ პაატა სალიას მიმართავს.

“თავისუფალი სიტყვის მანტიას ამოფარებული საბოტაჟნიკები “რუსთავი2”-ის ახალ ხელმძღვანელსა და დირექტორს ულტიმატუმებით ელაპარაკებიან, შენ კაბინეტში ეგდე და შენი საქმე არ არის, ჩვენ რას გავაკეთებთ ეთერშიო. წარმოგიდგენიათ, რა დონის სითავხედეა ამ თავგასული, პლინტუსს ქვევით მოაზროვნე ადამიანებისგან?

რომელი ხართ რაიმეთი ღირებული ამ ქვეყნისთვის? – ნანუკა ჟორჟოლიანი თუ სააკაშვილის ჯიბის “ზმეიკა” ნოდარ მელაძე? – მთავარი არხიო, პროდასავლური კურსიო, პატრიოტებიო, თავისუფალი სიტყვის გარანტიო, აბა ერთი შუბლზე ხელი მოისვით, მირონიც ხომ არ გდით? ზედმეტად ხომ არ წაიგრძელეთ ენები და ბოროტად ხომ არ სარგებლობთ იმ მოთმინებით, რასაც სალია და ხალვაში იჩენენ თქვენ მიმართ?

ალბათ ნიკა გვარამიასავით შიზოიდური ისტერიკები უნდა მოეწყოთ თქვენთვის, რომ ერთ ადგილზე მომჯდარიყავით და ენები არ გეტლიკინებინათ. მომინდომეს სხვის საკუთრებაში გაპარპაშება და თურმე ხმაც არ უნდა გასცე და მხოლოდ ხელფასები ჩაურიცხო თვის ბოლოს.

ბატონო ქიბარ, მე, როგორც რიგითი მოქალაქე, გირჩევდით, რომ პირველ რიგში ის ადამიანები გაუშვით ტელევიზიიდან, ვინც ბევრს გეტლიკინებათ და ულტიმატუმებს გიყენებთ, ჩათვალეთ, რომ მისი პირით სინამდვილეში მიშა სააკაშვილი გელაპარაკებათ და ისეთ საბოტაჟს მოგიწყობენ, რომ იქნებ სანანებელი გაგიხდეთ ყველაფერი. ზურგს უკან, კარგს რომ არაფერს გააკეთებენ და ამ ყველაფერს თქვენ დაგაბრალებენ, ეჭვიც არ შეგეპაროთ.

მოიხსენით კომპლექსები, დაელაპარაკეთ მკაცრად და ულტიმატუმს ულტიმატუმი დაუპირისპირეთ, ვისაც არ აწყობს ჩაალაგოს ჩემოდანი და წავიდეს იმასთან, ვისთანაც ენის ტლიკინი გაუვა.”- წერს თამარ ვეზირიშვილი.

amo ვერ დაგეთანხმებით ქ-ნო თამარ. ჟორჟოლიანი, ასათიანი, ბაღაშვილი, გაბუნია, იაკობაშვილი რომელია სანდო? ესენი პირწავარდნილი რადიკალი ნაციონალები არიან, როდის რას გაიჩალიჩებენ კაცმა არ იცის. იცით რატომ ითხოვენ ესენი სარედაქციო დამოუკიდებლობას? მათ სხვანაირად, ანუ არამიუკერძოებლად, ობიექტურად, პოზიტიურად და რაც მთავარია, ხელისუფლების კი არა, სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით მუშაობა არ შეუძლიათ. არ შეუძლიათ! ამიტომ ესენი აუცილებლად უნდა გაუშვან! ჰოდა, თუ სალია და ხალვაში ამას ვერ ხვდებიან ან ვერ ბედავენ, სჯობს თვითონაც წავიდნენ.
4 წლის უკან
ემზარი გასაგებია,რომ,ქოცებს,ისეთი ტელევიზია სურთ,სადაც არ გაშუქებენ,უმუშევრობას,სიღარიბეს,ნეპოტიზმს,კორუფციას,კრიმინალს,ლარის გაუფასურებას,გადასახადების გაზრდას,საწვავის გაძვირებას,მედიკამენტების გაძვირებას ,ხალხის მოტყუებას,არჩევნების გაყალბებას და სხვა უამრავ თაღლითობებს.
4 წლის უკან
amo ემზარ თქვენი ჩამონათვალიდან ყველაფერი უნდა გაშუქდეს "ხალხის მოტყუების" გარდა.
4 წლის უკან