„ოქრუაშვილი საკუთარი თავის წინააღმდეგ უფრო აკეთებს განცხადებებს“

„ოქრუაშვილი საკუთარი თავის წინააღმდეგ უფრო აკეთებს განცხადებებს“

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუს ეხმაურება:

„ოქრუაშვილი ამბობს, ფული სულ მქონდა იმ ადამიანების გზით, ვისაც ვარწმუნებდი, რომ ფული ამა თუ იმ საქმეში დაეხარჯაო. ეს რას ნიშნავს, რომ პირადად აყაჩაღებდა ბიზნესმენებს თუ იმას, რომ "რუსთავი 2" სხვისი ფულით შეიძინა თავის დროზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მაშინ რას დავობს ამ ტელეკომპანიაზე. გამოდის, სხვას უნდა ჰქონდეს პრეტენზია მესაკუთრეობაზე და არა ოქრუაშვილს.

აქვე, მისი ლაპარაკით, გამოდის რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლობის დროს, მაშინდელი ხელისუფლების წევრები მედიას თუ ბიზნესს კერძო ინტერესებით ართმევდნენ და მართავდნენ - ეს კი ვიცოდით ისედაც, მაგრამ ოქრუაშვილმა, შეიძლება ითქვას, თავადვე დაადასტურა.

არც ისე ხანგრძლივ ინტერვიუში, ოქრუაშვილმა ისეთები თქვა პრაქტიკულად რამდენიმე საქმე უნდა აღიძრას მის წინააღმდეგ. მართალი ვთქვა, ვერ გავიგე ოქრუაშვილს რა უნდა და რას უტრიალებს, რადგან საკუთარი თავის წინააღმდეგ უფრო აკეთებს განცხადებებს.“

 

სოციალისტი ყოჩაღ არჩილ! როცა რაღაც აკვიატებული იდები არ გიბინდავს გონებას , მშვენივრად მსჯელობ!
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
ოქრუაშვილმა ხომ თქვა, ვერავინ დამადგება პირზე, რომ მას ფული მოვთხოვეო!
ეჭვიც არ არი!..
მაგრამ ხომ იცით, რა ხალხია ეს ბიზნესმენები -- არაფრით არ მოგეშვებიან, სანამ ერთ-ორ მილიონს არ ჩაგიკუჭავენ!
ეუბნებოდა ოქრუაშვილი, -- არ მინდა, კაცო, ხომ იცით, რომ ფულის მოყვარული კაცი არა ვარო! - ვიცით, ბატონო ირაკლი, ეს მთელმა ქვეყანამ იცის, მაგრამ გეგდოთ მაინც, რას გიშლითო!.. იქნებ, ან ტელევიზიიის ყიდვა მოგინდეთ უცებ... ან, ღმერთმა დაგიფაროთ და, გირაოში დაგჭირდეთ ათიოდე მილიონის გადახდა... ან საპროტესტო აქციები გაგიხდეთ დასაფინანსებელი... ან... თფუი ეშმაკს და, ემიგრაციაში წახვიდეთ, - მენშევიკების მათხოვარ მთავრობასავით ხომ არ იქნებით, იმხელა სახელოვანი ქართველი სარდალი მაწონს რომ ყიდიდა პარიზშიო!..
გეგდოთ ეს მილიონები, პურსა გთხოვთ თუ წყალსაო!..
არ ეშვებოდნენ და რა ექნა?
4 წლის უკან