ირაკლი ლატარია:

ირაკლი ლატარია: "როცა ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს, გენერალური პროკურორი იყო ზურა ადეიშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე - ნიკა გვარამია"

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

2007 წლის 27 სექტემბერს, როცა ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს, გენერალური პროკურორი იყო ზურა ადეიშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე - ნიკა გვარამია. სწორედ, ნიკა გვარამია იყო ირაკლი ოქრუაშვილის ზონდერ პროკურორი და ბრიფინგს ბრიფინგზე მართავდა. ირაკლი ოქრუაშვილის რომ ნაცებისთვის სასურველი ჩვენება მიეცა, მისი ცოლ-შვილიც დააპატიმრეს, ამით დააშანტაჟეს და მისგან აღიარებითი ჩვენებაც მოიპოვეს. მერე რომ გამოეშვათ, მის მეგობარს, ქიბარ ხალვაშს კომპანია დაათმობინეს და 10 მილიონი ასე შეავსეს. სანაცვლოდ, გატეხილი ოქრუაშვილი საფრანგეთში გაამგზავრეს, სადაც ხელისუფლების შეცვლამდე ცხოვრობდა.

ეს იყო 2007 წელს. 2012 წელს “ქართულმა ოცნებამ” ოქრუაშვილი პოლიტ პატიმრების სიაში შეიყვანა და ამნისტია შეეხო. ახლა ოქრუაშვილი უპირისპირდება “ქართულ ოცნებას”, თავის მეგობარს, ვინც გირაო გადაუხადა და იცავს ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილს. მსგავსი ამორალური ადამიანები როგორ ჩნდებიან საერთოდ???