დაეცა მწარედ და ცინიკურად, მარცხი დაგავიწყდა ან დაივიწყე

დაეცა მწარედ და ცინიკურად, მარცხი დაგავიწყდა ან დაივიწყე

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეს იცავდით 7 წელი. იმდენი დრო გავიდა დაგვავიწყდა, რომ ის შეიძლება დაცემულიყო. დაეცა მწარედ და ცინიკურად. ალყა პატიმრობაზე რთულია. ციხიდან ოდესღაც გამოხვალ, ალყიდან, ბორხესის კვალად, ალბათ სულ დაცემული. მაგრამ დაეცით ბრძოლით და თავაწეული.

ნიკოლსონის მაკმერფის ეს სურათი შენ გეკუთვნის Nika Gvaramia, იმიტომ რომ მარცხი დაგავიწყდა ან დაივიწყე, ახლა ეს უკვე ერთი და იგივეა. „რუსთავი 2" დიდი ხანია უკვე იდეაა, რომელიც არ დაინგრევა და თუნდაც სულ რომ დაიფერფლოს, ფერფლის სახით მოედება ქვეყანას და არ მოგვასვენებს. ასე რომ მეგობრებო - ჭიქა ნახევრად სავსეა და არასდროს იქნება ცარიელი", - წერს უგულავა ფეისბუქზე.

Maverick ვა რა გულისამაჩუყებელი რევერანსია. წადით თქვენი.........................დშტ!
4 წლის უკან
არაგველი641 წადით თქვენი.........................დშტ!
4 წლის უკან