დავით დვალი ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს

დავით დვალი ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს

„რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი პროკურატურას მიმართავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა მოხდეს.

როგორც დავით დვალი აცხადებს, ოქრუაშვილი ამბობს, რომ მან, სახელმწიფო მოხელემ, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ხელში ჩაიგდო ტელევიზია.

„მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა „რუსთავი 2", - მიმართავს დავით დვალი პროკურატურას.

თავის მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2" მას ეკუთვნოდა და ხვალაც მისი იქნება.

სოციალისტი რა დაკითხვა, რას მიედ-მოედები? წუხელ ბატონმა ირაკლი ოქრუაშვილმა თქვენი დაარსებული რუსთავი2-ის ეკრანიდან ნოდარ მელაძეს გარკვევით უთხრა დვალს და აქიმაძეს 2 მილიონი დოლარი გადავუხადე ნაღდი ფულიო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! და ახლა ტყუილად წკმუტუნებენო! დარწმუნებული ვარ მართალს ამბობს! ყველანი დასაჭერები ხართ, ყველანი მათ შორის ოქრუაშვილიც რაღა თქმა უნდა, ასეთი სარეველას - რუსთავი2, შექმნაში და განვითარებაში ვისაც პატერა წვლილიც კი აქვს!
5 წლის უკან
სოციალისტი ბატონებო დავლი, აქიმაძე... აღებული შავი ფულიდან საშემოსავლო გადასახადი გადაიხადეთ, ქვითრები შენახული გაქვთ?! ))) შემოსავლების სამსახური, მიაქციეთ ყურადღება ჩვენს დაბნეულ მოქალაქეებს!
5 წლის უკან