მოკითხვაც არავის შემოუთვლია - რას წერს „რუსთავი 2“-ის ყოფილი დამფუძნებელი

მოკითხვაც არავის შემოუთვლია - რას წერს „რუსთავი 2“-ის ყოფილი დამფუძნებელი

„რუსთავი 2"-ის ყოფილი დამფუძნებელი დავით დვალი მილოცვებს იღებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს ჯერ ნაადრევია. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

„უღრმესი მადლობა ყველას მოლოცვებისთვის. ცოტა ადრეა ოღონდ. ჯერჯერობით მოკითხვაც არავის შემოუთვლია ჩვენთვის".

შეგახსენებთ, რომ 3 წლის წინ, როდესაც ქიბარ ხალვაშმა საქართველოში სასამართლო პროცესი მოიგო, მან პირობა დადო, რომ „რუსთავი 2"-ის დაბრუნების შემდეგ, დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის ინტერესებსაც გაითვალისწინებდა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2" ოფიციალურად დაიბრუნა.