პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების გარანტიებზე: კონტრაქტი შეიძლება იყოს ფინანსური გარანტია და არა იმის გარანტია, რომ ის არ შეწყდება ვადაზე ადრე

პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების გარანტიებზე: კონტრაქტი შეიძლება იყოს ფინანსური გარანტია და არა იმის გარანტია, რომ ის არ შეწყდება ვადაზე ადრე

ერთი რამ, რაც დავაფიქსირე გუშინაც და დღესაც, ვამბობ ამას, რომ ხელშეკრულება თავისთავად არაფრის გარანტია არ არის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტების ხელშეკრულების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რთულია ხელშეკრულების პირობებზე საუბარი.

„როგორც გავიგე, ხელშეკრულებები ყველასთან არსებობს წერილობითი ფორმით. იქნებ უკეთესი პირობები წერია, ვიდრე ჩვენ ვთავაზობთ, ან იქნებ ჩვენ უკეთეს პირობებს ვთავაზობთ. ამ ეტაპზე ძალიან რთულია ამ მოკლე ვადაში ამაზე საუბარი, თუმცა ერთი რამ, რაც დავაფიქსირე გუშინაც და დღესაც, ვამბობ ამას, რომ ხელშეკრულება თავისთავად არაფრის გარანტია არ არის“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ტელეკომპანიის გენდირექტორის თქმით, მეორე მხარემ უნდა თქვას, თუ რა არის მისთვის გარანტია.

„მე შეიძლება მივცე სიტყვა, გარანტია რა არის ამ შემთხვევაში, უნდა მითხრას მეორე მხარემ მისთვის, ჰო? თუ ის თვლის, რომ კონტრაქტია გარანტია და კონტრაქტის პირობებში თავს ჩათვლის მშვიდად, კონტრაქტი გარკვეულწილად შეიძლება იყოს ფინანსური გარანტია და არა იმის გარანტია, რომ ეს კონტრაქტი არ შეწყდება ვადაზე ადრე,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

უ ც ხ ო : "კონტრაქტი გარკვეულწილად შეიძლება იყოს ფინანსური გარანტია და არა იმის გარანტია, რომ ეს კონტრაქტი არ შეწყდება ვადაზე ადრე,“ - განაცხადა პაატა სალიამ."
დიახაც!
მაგათ რა მოითხოვეს? - თუ დაგვიდებ კონტრაქტს, რომ 2 წელი ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევიო... ანუ, რისი ხოშიც გვექნება, იმას გავაკეთებთ ეს 2 წელი და თან ისევ 45-50 ათასებს მივიღებთ ყოველთვე... ამასობაში კი ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონიო... მაშინ - გენდობითო! :))
და, რომ არ ენდოთ, მაშინ რას იზამთ? სახლში წახვალთ?
წახვალთ და, თქვენი შემკავებლის!...
4 წლის უკან