რეალურად, ამ 7 თუ მეტი მილიონის ჩამრიცხავ-გადამრიცხავი, შესაძლოა აღმოჩნდეს თავად მიშა

რეალურად, ამ 7 თუ მეტი მილიონის ჩამრიცხავ-გადამრიცხავი, შესაძლოა აღმოჩნდეს თავად მიშა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნაზე, რომ “რუსთავი2”-ის წილები რეალურად მისია და ქიბარ ხალვაში მხოლოდ ნომინალური მესაკუთრეა, ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც სვამს კითხვას, თუ საიდან ჰქონდა მაღალჩინოსანს მილიონები და თუ იყო სადმე დეკლარირებული. გია აბაშიძე აღნიშნულ საკითხზე ერთგვარ პროგნოზსაც აკეთებს

– მაინტერესებს საიდან ჰქონდა მაშინდელ მაღალჩინოსანს ეს მილიონები, სადმე დეკლარირებული იყო?

– მიშას მიერ დაჭერილ ექს-მინისტრს ოქრუაშვილს, გირაოს დიდი ნაწილი რომ გადაუხადა ხალვაშის კომპანიამ, არ „გარასხოდდა“?

– დავუშვათ და სასამართლომ დააყადაღა ხალვაშის რ2, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ის ამ ქონებას ვერ გაასხვისებს ვერავიზე, მათ შორის აქიმიძე-დვალზე?

– სასამართლო დავა ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის გაიწელება. შესაძლოა, სხვა გარემოებებიც გამოვლინდეს და რეალურად ამ 7 თუ მეტი მილიონის ჩამრიცხავ-გადამრიცხავი აღმოჩნდეს თავად მიშა. You never know” – წერს გია აბაშიძე ფეისბუქში.