“პოლიტიკურ სტატუსებს არადროს ვწერ, მაგრამ ამოვიდა ყელში!”

“პოლიტიკურ სტატუსებს არადროს ვწერ, მაგრამ ამოვიდა ყელში!”

სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა, მომღერალი თემო საჯაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“პოლიტიკურ სტატუსებს არადროს ვწერ, მაგრამ ამოვიდა ყელში!

პირველი:

ვინც ფიქრობთ,რომ ევროპის ადამიანის უფლებებათა სასამართლო ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა, უბრალოდ იდიოტები ხართ და წარმოდგენა არ გაქვთ, არც ევროპაზე და არც სტრასბურგის სასამართლოზე!

მეორე:

ესაო და ევროპული ღირებულებები ჩვენთვის მთავარიო და ევროპაშია ხსნაო და რუსეთი არ გვინდაო…

ჰოდა, მხოლოდ რუსეთუმეს და რუსული პოლიტიკის გამტარებელ ტვინში თუ დაიბადება ის აზრი,რომ ევროპის ადამიანის უფლებებათა სასამართლო ფულით მოისყიდეს,მსგავსი პროპაგანდა,მხოლოდ რუსულ არხებზე მომისმენია! ამიტომ, მოდით რა, უკანა ტანის თამაშს შეეშვით!

პ.ს

“ყველაფერი არის ძლიერ კარგად,ყველაფერი ძლიერ ცუდად არის”

გალაკტიონი” – დაწერა საჯაიამ სოციალურ ქსელში.

რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ, ერთხმად დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. მოიხსნა 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების მექანიზმიც. ერთხმად დაადგინდა, რომ არ დარღვეულა მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლეებთან დაკავშირებით, თუმცა გამონაკლისია მოსამართლე დე გაეტანო, რომელსაც ერთ საკითხზე გააჩნდა ნაწილობრივ განსხვავებული აზრი მოსამართლეებთან, ურთმელიძესთან და თოდუასთან დაკავშირებით. სწორედ ამ პუნქტზე დაყრდნობით გეგმას ნიკა გვარამია გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას.

სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, რამდენიმე საათში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ, ქიბარ ხალვაში, გენერალურ დირექტორად კი, პაატა სალია დაარეგისტრირა.