„ნიკა გვარამიას გარდა ყველა რჩება თავის ადგილზე“

„ნიკა გვარამიას გარდა ყველა რჩება თავის ადგილზე“

„რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ დღეს კომპანიის თანამშრომლების ნაწილს, მათ შორის გიორგი გაბუნიასაც შეხვდა, თუმცა გაბუნია მისი ნახვით გახარებული ვერ იქნებოდა.

კითხვაზე-აპირებს თუ არა გაბუნიას დაბრუნებას სამსახურში 2 თვიანი სანქციის ამოწურვის შემდეგ, პაატა სალია ამბობს, რომ ყველა ადგილზე რჩება გარდა ნიკა გვარამიასი.

„გიორგი გაბუნია აქ შემხვდა დღეს. მე მომხრე-მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში არაფრის არ ვარ. ნიკა გვარამიას გარდა ყველა რჩება თავის ადგილზე, ეს არის ქიბარის პოზიცია. დანარჩენი მათზე არის დამოკიდებული. ჩემი ნახვით რა თქმა უნდა გახარებული არ ვერ იქნებოდა და არ იყო, თუმცა ეს არის რეალობა",- განაცხადა პაატა სალიამ.

სალია ასევე შეხვდა ადამიანური რესურსების სამსახურის, უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელებს.

პაატა სალიას იმედი აქვს, რომ ყველა თანამშრომელი უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად შეასრულებს. დღეს საღამოს კი ახალი დირექტორი საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდება. სალია აცხადებს, რომ ელის, რომ დღევანდელი შეხვედრისას ბევრი პროვოკაციული შეკითხვა იქნება, თუმცა მათზე პასუხის გასაცემად სალია მზად არის.

„ჟურნალისტებთან შეხვედრა მექნება ამ საღამოს. ეს იქნება მაქსიმალურად იქნება გაფართოებული. ჯერჯერობით ვისაც შევხვდი, არის განწყობა, რომ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. შევხვდი იურისტებსაც თამთა მურადაშვილს და დიტო საძაგლიშვილსაც და მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. გავეცანი ფინანსურ მდგომარეობასაც და როგორც ყველა მედიასაშუალებაში, არის გარკვეული პრობლემები. იყო საუბრები, რომ ყადაღის გამო იყო გამოწვეული და ა.შ. ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რა საჭიროება ექნებ კომპანიას და რა შესაძლებლობა ექნება მეპატრონეს",- განაცხადა პაატა სალიამ.