შუბლაძე - არა, ლეჟავა - არა, ლაზაშვილი...? -  ივანიშვილის გუნდში “რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ეძებენ

შუბლაძე - არა, ლეჟავა - არა, ლაზაშვილი...? -  ივანიშვილის გუნდში “რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ეძებენ

უკვე მეორე დღეა „რუსთავი 2“-ს ახალი დირექტორი, პაატა სალია ჰყავს. მართალია, ტელეკომპანიის 100% პროცენტიანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩავერევი და მხოლოდ ნიკა გვარამიასთან ერთად არ ვითანამშრომლებო, მაგრამ მისი ამ დაპირების  ბევრს არ სჯერა.  სავარაუდოდ, შეიცვლება არხის პოლიტიკაც და გვარამიას ბევრი ჟურნალისტი გაჰყვება. დიდი ალბათობით, ნიკა გვარამიას გზას დაადგება არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც. მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, თუ ვინ შეცვლის მელაძეს.  გავრცელებული ინფორმაციით საინფორმაციოს უფროსის ადგილზე ნათია ლაზაშვილის, ნანა ლეჟავას და ნინო შუბლაძის კანდიდატურები  განიხილება.

"2020NEWS“  ნანა ლეჟავას დაუკავშირდა.  "გავრცელებულ ინფორმაციას არ გიდასტურებთ, ჭორია“, - განაცხადა სააგენტოსთან საუბარში ლეჟავამ, რომელიც ცოტა ხნის წინ "იმედის“ საინფორმაციო უფროსის თანამდებობა ეკავა.

"არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ ამ საკითხთან დაკავშირებით“, - გაგვიცხადა ნათია ლაზაშვილმა. რომელიც წლების წინ "რუსთავი2“-ის სახე იყო, შემდეგ ივანიშვილის "მეცხრე არხში“ მუშაობდა. არხის დახურვის შემდეგ კი მთავრობის პიარსამსახურში გადავიდა და დღემდე იქ მუშაობს.

"რუსთავის 2“-ის საინფორმაციოს უფროსად დანიშვნა არ დაგვიდასტურა არც ნინო შუბლაძემ.

"მადლობა, რომ დამირეკეთ და გავრცელებული  ინფორმაცია ჩემთან გადაამოწმეთ. არ გიდასტურებთ,  არ ყოფილა არანაირი შემოთავაზება“, - განაცხადა შუბლაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, "რუსთავი2“-ის ახალი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად ივანიშვილის გუნდში მუშაობენ.

უ ც ხ ო :
ნინო შუბლაძე "რ 2"-ის ცნობილი სახეა და სულელი უნდა იყოს ახალი მეპატრონე, რომ ის მიიწვიოს ამავე კომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსად!
ნათია ლაზაშვილზე ვერაფერს ვიტყვი, თუ არ ჩავთვლით, რომ მთავრობის პიარსამსახური, სადაც მას უმუშავნია, თურმე... ძალიან ცუდად მუშაობს!
აი, ნანა ლეჟავასთან რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ვინმეს, არ ვიცი... პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვხედავდი: ნაცების მმართველობის მთელ პერიოდში თავგანწირული(!) ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს! (მე მაგალითად, მოველოდი რომ ახალ ხელისუფლებას ძალიან სერიოზული ჯილდოებით უნდა აღენიშნა რამდენიმე ჟურნალისტის წვლილი იმ ხელისუფლების მოშორებაში და ერთ-ერთი ასეთი სწორედ ნანა ლეჟავა უნდა ყოფილიყო!).
4 წლის უკან