"სააკაშვილმაც, გვარამიამაც და სხვებმაც შეუშვან თავში, რომ სტრასბურგის სასამართლო არ არის პოლიტიკური ორგანო"

"ვინმეს, თუ ჰგონია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ივანიშვილმა რამე მოიგო, ან საზოგადოება შემობრუნდება "ქართული ოცნებისკენ"; ან იმ ზღაპრების, რომ "რუსთავი 2"-ის დაკარგვით ოპოზიციური მუხტი დაეცემა, ძალიან ცდება. ამ გადაწყვეტილებით არც "ოცნებას" მოუგია და არც "ნაციონალებს" წაუგიათ, უბრალოდ სამართალმა გაიმარჯვა" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილებას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

"როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სტრასბურგის სასამართლოს "რუსთავი 2"-ის დღევანდელ თუ ყოფილ მფლობელებთან დაკავშირებით, ორივე ვარიანტი ჩემთვის მისაღები იქნებოდა, რადგან ძალიან ობიექტურები არიან. რაკი ეს გადაწვეტილება მიიღო, ეტყობა კარგად შეისწავლა ეს საქმე და ჩათვალა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, უცნაური განცხადებები გაკეთდა, რომ ევროპის სასმართლოში ივანიშვილს ხედავენ, რაც უბრალოდ სასაცილო და პრიმიტიულია. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ამ გადაწყვტილებით ივანიშვილმა რაიმე მოიგო, ან საზოგადოება შემობრუნდება "ქართული ოცნებისკენ"; ან ის ზღაპრები, რომ "რუსთავი 2"-ის დაკარგვით ოპოზიციური მუხტი დაიკარგება, ძალიან ცდება; საზოგადოების განწყობა დარჩება იგივე, რაც იყო "ოცნების" და ნაციონალების" მიმართ. ამ გადაწყვეტილებით არც "ოცნებას" მოუგია და არც "ნაციონალებს" წაუგიათ, უბრალოდ სამართალმა გაიმარჯვა.

ამიტომ, ყველას მოვუწოდებ დაიოკონ ემოციები. სააკაშვილმაც, გვარამიამაც და სხვებმაც შეუშვან თავში, რომ სტრასბურგის სასამართლო არ არის პოლიტიკური ორგანო და არ მუშაობს საქართველოს საარჩევნო დღის წესრიგით. "რუსთავი 2"-ს თუ უნდა გააგრძელოს ბრძოლა, ეს უნდა გააკეთოს სამართლებრივ სივრცეში და არა ქუჩაში. ასევე გააგრძელოს მაუწყებლობა სხვა, მის დაქვემდებარებულ არხებზე - "მარაო" იქნება თუ სხვა. გუდასაწყვეტი იქნება, თუ დაკარგავს თავის ენერგიას. ყველას გვახსოვს, როგორ დაიწყო მაუწყებლობა ქალაქ რუსთავში ფარდულიდან და როგორ დადგნენ ფეხზე. იგივე შემიძლია ვთქვა ოქრუაშვილთან დაკავშირებითაც, ცივილიზებული ფორმებით გააგრძელოს ბრძოლა. უკვე კარგია, რომ სარჩელი შეაქვს სასმართლოში და ხალხი არ გამოჰყავს ქუჩაში," - განაცხადა "რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.