„შენი შვილი დიდხანს ივლის “პერედაჩებით”

„შენი შვილი დიდხანს ივლის “პერედაჩებით”

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში ბულინგის ერთგვარ ობიექტად იქცა.

ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდმაჭერები მას ციხეს უწინასწარმეტყველებენ. ასეთი შინაარსის ერთ-ერთი პოსტი მეგი გოცირიძესაც ეკუთვნის.

„წულუკიანო, საქმეს რომ  იმძიმებ, შე უბედურო და შენი შვილი დიდხანს  რომ ივლის პერედაჩებით ,წარმოუდგენელია  ეს არ გესმოდეს  და რად გიღირს ეს ყველაფერი, რად გიღირს უდედოდ შვილის მიგდება, ვერ ვხვდები“, – წერს გოცირიძე.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ოფიციალურად გადაიფორმა.

ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა.

რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს.

უ ც ხ ო : მარტო წულუკიანს?!.
სტრასბურგელ მოსამართლეებს რა დღე ელით, იმ უბედურებს, ეგ იკითხონ!!!
(არც თვითონ სტრასბურგს დაადგება კაი დღე! - მაგისთვისაც მოიცლის მეგი გოცირიძე... მოიცადონ!..).
4 წლის უკან
სოციალისტი თეა კარგია, დაიცავი კანონიერება, ჰკა მაგათ! შენ ღმერთი გმფარველობა, შენს შვილს ხვთისმშობელი. ვიღაც აშაღლარებს ყურადღებას ნუ მიაქცევ!
4 წლის უკან
უ ც ხ ო . ამ ქალს ტანკიც არ დასჭირდება: ისე გადაუვლის ქალაქს, ქვა ქვაზე არ დარჩება სტრასბურგში! :)
4 წლის უკან
სოციალისტი თეა კარგია, დაიცავი კანონიერება, ჰკა მაგათ! შენ ღმერთი გმფარველობს, შენს შვილს ღვთისმშობელი. ვიღაც აშაღლარებს ყურადღებას ნუ მიაქცევ!
4 წლის უკან