გია გაბრიჭიძე:  ნუთუ მისთვის ის ტექსტი, რომელსაც კარგად კითხულობდა, მხოლოდ სახელფასო ბარათის პაროლია?

გია გაბრიჭიძე: ნუთუ მისთვის ის ტექსტი, რომელსაც კარგად კითხულობდა, მხოლოდ სახელფასო ბარათის პაროლია?

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე, მსახიობ დიმიტრი ტატიშვილს მიმართავს:  შეკითხვა გამიჩნდა, არა ჟურნალისტური, არამედ სუფთა ადამიანური

"ახლა რ2-ზე ვუყურე საკმაოდ საინტერესო მოკლემეტრაჟიან ფილმს შაჰ-აბას პირველის მიერ კახეთის აოხრებაზე, ქეთევან დედოფლის წამებაზე და გრემის განადგურებაზე.

ფილმს მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი ახმოვანებდა.

ერთი შეკითხვა გამიჩნდა ამ არც თუ ისე ურიგო გამხმოვანებლის მიმართ.

არა ჟურნალისტური, არამედ სუფთა ადამიანური შეკითხვა, რადგანაც დღეს ვნახე, თუ როგორ იცავდა ეს მსახიობი ნიკა გვარამიას, იმ ნიკა გვარამიას, რომელმაც ამ რამდენიმე დღის წინ საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა კახელებს. კახელებს და არა მარტო მათ. მთელ საქართველოს.

ნიკა გვარამიამ საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა საწნახელში მდგომი ხმლის ვადას ჩაფრენილი იმ ბიჭის შთამომავლებს, რომელსაც "აკვნიდან რომ არ ენახა მშვიდად დაღამება დღისა."

ნუთუ მისთვის ის ტექსტი, რომელსაც კარგად კითხულობდა, მხოლოდ სახელფასო ბარათის პაროლია? ნუთუ მას, როგორც ხელოვანს სულში  ერთი სიმიც არ შეერხა და ჩვეულებრივად გადაიქცა იმ რობოტად, რომელსაც შეუძლია გარდაცვლილი ბავშვის დედას კუბოსთან დაადგეს თავზე, მიკროფონი სახეში მიარტყას და კომენტარი სთხოვოს?

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა რესპოდენტისადმი დასმული შეკითხვის სავარაუდო პასუხის 70% უნდა იცოდეს, მე ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვიცი სავარაუდო პასუხის 30%-იც კი.

არ ვიცი და ალბათ ვერასოდეს გავიგებ."