"საქართველოს წინააღმდეგ ღვინის სანქციების თემა დახურულია"

საქართველოს წინააღმდეგ ღვინის სანქციების თემა დახურულია - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში გააკეთა.

"რუსეთი, რომელიც თვით სანქციების წნეხის ობიექტია, ცდილობს სიფრთხილით დააწესოს ასეთი შეზღუდვები. მართლაც, საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში, სახელმწიფო დუმამ რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების მიწოდების აკრძალვის იდეა განიხილა. თუმცა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავება მოითხოვა და ჩვენი ინტერესების დაცვისთვის დაბალანსებული მიდგომის შესახებ ისაუბრა, განსაკუთრებით, აღნიშნა, რომ " ქართველ ხალხს პატივს სცემს. ამრიგად, დღეს საქართველოს წინააღმდეგ ღვინის სანქციების თემა დახურულია."- განაცხადა კარასინმა.