გია იაკობაშვილი: რას ნიშნავს სარედაქციო დამოუკიდებლობა? სიცრუის გავრცელების თავისუფლებას? შხამის ფრქვევის თავისუფლებას? ფეიქ-ნიუსების გავრცელების თავისუფლებას?

გია იაკობაშვილი: რას ნიშნავს სარედაქციო დამოუკიდებლობა? სიცრუის გავრცელების თავისუფლებას? შხამის ფრქვევის თავისუფლებას? ფეიქ-ნიუსების გავრცელების თავისუფლებას?

რა კონტრაქტებს ითხოვთ, სადაც სამართალია, საპროცესო გარიგებებს უნდა იხვეწებოდეთ - წერს ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში.

რას ნიშნავს სარედაქციო დამოუკიდებლობა? სიცრუის გავრცელების თავისუფლებას? შხამის ფრქვევის თავისუფლებას? ფეიქ-ნიუსების გავრცელების თავისუფლებას?

რა თქმა უნდა - არა, მაგრამ რ2-ის თანამშრომლებს რომ კითხო - ხო, აბა რა, კანეშნა და ბაზარი არ არი.

შეუძლებელია, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ნიკა გვარამია ვინმეს დამოუკიდებლობის გარანტი იყოს, შეუძლებელია, რომ მკვლელებისა და მოძალადეების მიერ პროკურორად გამწესებული არსება ვინმეს და რამის თავისუფლებას აფასებდეს, გარდა მკვლელობისა და მკვლელების, ძალადობისა და მოძალადეების თავისუფლებისა.

ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება.

რას ნიშნავს კერძო საკუთრება? რ2 ეკუთვნის ხალვაშს და, წერტილი!!! მისი უფლებაა, მოხსნას და დანიშნოს, მისი უფლებაა, ლოგო გადაღებოს მწვანედ, მას უფლება აქვს... მას, როგორც მესაკუთრეს აქვს ყველაფრის უფლება კანონის ფარგლებში.

ხოლო არტილერისტ ნანუკას და მასხარა ვანოს, თუ რამე არ მოწონთ, უფლება აქვთ, წავიდნენ, ხოლო ხალვაშს შეუძლია გზა დაულოცოს, ან ჯანდაბაში გაგზავნოს.

რომელ გარანტიებს და რა კონტრაქტებს ითხოვენ? მოდი და, ნუ გაგახსენდება გენიალური მარკ ტვენის "როგორ ვმსახურობდი სენატორის მდივნად" - "ფოსტის გახსნას რომ ითხოვთ, რად გინდათ ფოსტა, წერილები, რომც გამოგიგზავნონ, წერა-კითხვა მაინც არ იცით. გასაგები იქნებოდა, დიდი, ტევადი ციხის აშენება რომ მოგეთხოვათ".

რა კონტრაქტებს ითხოვთ, სადაც სამართალია, საპროცესო გარიგებებს უნდა იხვეწებოდეთ.

amo სწორია! ძალიან კარგია ამ ბატისტვინებმა თავიანთი ულტიმატუმი რომ საჯაროდ გაახმოვანეს. როგორ აქვთ თავში ავარდნილი ამ მდაბიობებს. მორჩა! მე მგონი ნელნელა დალაგდება ყველაფერი. აქვე მინდა ერთი მოსაზრება გავაჟღერო (ვინმეს ამ ხელისუფლების მოტრფიალე რომ არ ვეგონო), სააკაშვილივით ბობოლა ბიზნესმენებს ფულს ნუ ავახევთ, მაგრამ რადგან თვითონ მოიკოჭლებენ ქველმოქმედების კუთხით, იქნებ დაწესდეს მათთვის ქვეყნის დახმარების ფონდისათვის სავალდებულო მცირე გადასახადი, მათვის ეს უმნიშვნელო დანაკლისი იქნება, ხოლო ქვეყნისათვის არცთუ პატარა შეღავათი.
4 წლის უკან
გამი ვაიმე, ნოდარიკო მელაძიკოს რა ეშველება???
4 წლის უკან
გამი ვაიმე, ნოდარიკო მელაძიკოს რა ეშველება???
4 წლის უკან