"უკვე შერჩეულია 1 ადამიანი, რომელიც "რ2-"ში მოდის საინფორმაციო სამსახურის უფროსად!"

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ ნანუკა ჟორკოლიანის ინფორმაციით, ნიკა გვარამია ერთადერთი არაა, ვისაც ქიბარ ხალვაშის ხელმძღვანელობის პირობებში საკადრო ცვლილება შეეხება და უკვე შერჩეულია საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი. ჟორჟოლიანი მის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ის “რუსთავი 2”-ის ყოფილი თანამშრომელი არ არის.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, სწორედ ამიტომ, ახალ დირექტორს მოსთხოვეს თანამშრომლებს, მაგალითად, საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძეს, ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.

"ვეუბნებით ამ კაცს [პაატა სალიას], ჩვენ ქიბარ ხალვაშის არ გვჯერა, რადგან მან ეს არხი ერთხელ უკვე გამოიყენა ცუდად. ამიტომ ვამბობთ - 10 ადამიანთან, მაგალითად, გიორგი გაბუნიასთან, ნოდარ მელაძესთან… მე ნუ ვიქნები მათ შორის… ამ ადამიანებთან, რომლებიც ბიძინას ძილს უფრთხობენ, გააფორმონ კონტრაქტი და თუ კონტრაქტს გაუფორმებ და ამ ხალხს ორი წელი არ შეეხები, მაშინ კიდევ ღირს რაღაცაზე საუბარი", – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, "არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც აქ მოდის საინფორმაციო სამსახურის უფროსად" და ის არხის თანამშრომელი არ არის.

amo ულტიმატუმი! ულტიმატუმი! აახვიეთ მანდედან!
4 წლის უკან