ოთარ ჩრდილელი: ნაცმოძრაობა არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეთანხმებოდა სტრასბურგის გადაწყვეტილებას და არც ოპოზიციაში ყოფნისას იწონებენ

ოთარ ჩრდილელი: ნაცმოძრაობა არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეთანხმებოდა სტრასბურგის გადაწყვეტილებას და არც ოპოზიციაში ყოფნისას იწონებენ

პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, “რუსთავი 2”-ის შესახებ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება:

ოთარ ჩრდილელი: ზოგი (დიპლომიანი) იურისტი, დანაშაულის ჩადენისაკენ მოუწოდებს საჯარო მოხელეებს,  რათა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ აღასრულონ.

,,ნაცმოძრაობა,, არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეთანხმებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ ჩქარობდა გადაწყვეტილების აღსრულებას მთელ რიგ საკითხებზე, არც  ოპოზიციაში ყოფნისას უწონებს გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს.

უშიშროების საბჭოს ექს-მდივანი და მოქმედი პარლამენტარი გიგა ბოკერიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რევიზია ჩაუტარა, ცუდი გადაწყვეტილება მიიღოო. ნაცმოძრაობა არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეთანხმებოდა სტრასბურგის გადაწყვეტილებას და არ ჩქარობდა მთელ რიგ საკითხებზე მის აღსრულებას და არც ოპოზიციაში ყოფნისას უწონებს გადაწყვეტილებას",-წერს ოთარ ჩრდილელი.

მისი თქმით,  ზოგი (დიპლომიანი) იურისტი, პირდაპირ მოუწოდებს დანაშაულის ჩადენისაკენ-საჯარო მოხელეებს, რათა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ აღასრულონ.

,,იურისტი არა ვარ, მაგრამ იმდენს კი ვხვდები, რომ ზოგი (დიპლომიანი) იურისტი, პირდაპირ მოუწოდებს დანაშაულის ჩადენისაკენ-საჯარო მოხელეებს, რათა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ აღასრულონ. წაქეზება დასჯადია სხვათა შორის და ამას  არ უნდა გასწავლიდეთ",- წერს დეპუტატი