“ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთონ, ვისაც გინდათ, იმას შეხვდით, კაბინეტში ნუ შეხვალთ, ჯერ ჩემი პირადი სივრცეა”

“ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთონ, ვისაც გინდათ, იმას შეხვდით, კაბინეტში ნუ შეხვალთ, ჯერ ჩემი პირადი სივრცეა”

პაატა სალია “რუსთავი 2”-ში მივიდა და მცირე ხნით არხის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ესაუბრა. მას სურდა, მენეჯმენტის წევრებს შეხვედროდა, თუმცა, ნიკა გვარამიამ უთხრა, რომ მასთან, კოლაბორაციონისტებთან თანამშრომლობას არ აპირებს.

“არაფერში თანამშრომლობას არ ვაპირებ, იმასაც ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთონ, ვისაც გინდათ, იმას შეხვდით, კაბინეტში ნუ შეხვალთ, ჯერ ჩემი პირადი სივრცეა, სანამ არ დავცლი” – ამ სიტყვებით მიმართა გვარამიამ სალიას, რაზეც ახალმა დირექტორმა თქვა, რომ კაბინეტისთვის არ მისულა.

„თქვენ ახლა თუ გგონიათ, რომ მე აქ გავმაგრდები და შიმშილობას მოვაწყობ, ძალიან ღრმად ცდებით. ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ თქვენი მეშვეობით და დამნაშავე რწმუნებლის მეშვეობით გააკეთა, ამის გამო, ის აუცილებლად დამთავრებს ციხეში. დაეხმარეთ იმას, ვინც გამოგადოთ აფხაზეთში თქვენი სახლიდან“, – მიმართა გვარამიამ სალიას.

გვარამიას თქმით, პაატა სალია „რუსთავი 2“-ის შენობაში, „ქვეყნის დემოკრატიის დასამარხად მივიდა“.

„ჯობდა რომ კაბინეტისთვის მოსულიყავით, პირდაპირ გეუბნებით, დაგითმობდით სიამოვნებით“, – მიმართა გვარამიამ სალიას.

სალიამ იკითხა, ვის შეიძლება ფინანსურ და სამართლებრივ საკითხებზე ესაუბროს, რაზეც პასუხი მიიღო, რომ შენობაში მხოლოდ ჟურნალისტები არიან. ამის შემდეგ, პაატა სალია საინფორმაციო სამსახურში მივიდა და  ჟურნალისტებს შეხვდა.

amo თურმე სანამდე შეიძლება დაეცეს პირმეტყველი.
4 წლის უკან
სოციალისტი არა და ეს უზრდელი ბაღლინჯო განათლების მინისტრადაც კი არის ნამუშევარი?! უბედურო საქართველო!
4 წლის უკან