“რუსთავი2”-ის თანამრომლები ახალ ხელმძღვანელს ულტიმატუმს უყენებენ და ითხოვენ, რომ მათ ჰქონდეთ გარანტირებული კონტრაქტები, რომელიც მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იქნება. ამის შესახებ მათ პაატა სალიასთან შეხვედრისას განაცხადეს და დასძინეს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა.
პაატა სალიას თქმით, მათი პოზიციაა, რომ არ შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკა და ის, როგორც დირექტორი ამაში არ ჩაერევა და არც არის განსაზღვრული მის კომპეტენციაში.
ნანუკას პირით გახმოვანებული ულტიმატუმი გასაგებია: დაგვიდევი ხელშეკრულება, რომ არ შეგვეხები, არ შეგვზღუდავ, რასაც გვინდა, იმას ვილაპარაკებთ ეთერიდან, როგორი ტყუილი და ცილისწამებაც მოგვინდება, ისეთს გავავრცელებთ, ისევ ავიღებთ ყოველთვიურად 40-45 ათასებიან ხელფასებს და შენ ეგდე კაბინეტში, რა გვენაღვლება, - ყავასაც არ გაგიკეთებს მდივანიო!..
აი, მაგათი პასუხია გაუგებარი!
რას ჰქვია, არაფერს არ შეცვლითო?!.
მაშინ, ყოფილიყო ნიკა გვარამია!