“ეს იმიტომ დავწერე, რომ წარმომიდგენია რას არ დააბრალებენ… 15 წელია ვიცნობ და ერთ ფაქტსაც ვერ დამიდებთ…”

“ეს იმიტომ დავწერე, რომ წარმომიდგენია რას არ დააბრალებენ… 15 წელია ვიცნობ და ერთ ფაქტსაც ვერ დამიდებთ…”

„რუსთავი 2“-ს დირექტორად გვარამიას ნაცვლად პაატა სალია დაინიშნა. ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს დირექტორად პაატა სალია დანიშნა და საჯარო რეესტრისგან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას ითხოვა.

როგორც საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცში წერია, დღეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს პარტნიორთა კრება გაიმართა.

კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მანამდე საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.

კარდიოლოგი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე პაატა სალიას შესახებ პოსტს აქვეყნებს:

“15 წელია ვიცნობ და ვმეგობრობ პაატასთან (პროფესიულ ურთიერთობებს თუ არ ჩავთვლით) იცით, არც არავის ქება მჩვევია და არც ვაზელინობა, ერთ ფაქტსაც ვერ დამიდებთ! ეს არის კრისტალურად სუფთა, იშვიათი ერთგულების, თავმდაბალი, ჭიანჭველასავით მუშა, თბილი ადამიანი და თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი, რომელმაც ნულიდან არა, მინუსებიდან დაიწყო თავისი ცხოვრება (აფხაზეთიდან ლტოლვილობიდან) და მე მისი არც ერთი უწესო ნაბიჯი არ მინახავს ამ ხნის მანძილზე. ეს იმიტომ დავწერე, რომ წარმომიდგენია რას არ დააბრალებენ ახლა მას! თუმცა ჩემი დაცვა არ ჭირდება, მას საუკეთესო ადვოკატი ყავს_თავისივე წარსული”, – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.