„რუსთავი 2“-ის ადგილას მორიგი „ბიძინვიზია“ გაჩნდება

„რუსთავი 2“-ის ადგილას მორიგი „ბიძინვიზია“ გაჩნდება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, მალე „რუსთავი 2“-ის ადგილას მორიგი „ბიძინვიზია“ გაჩნდება. ”რუსთავი 2 ” იყო დამოუკიდბელი საქართველოს თითქმის თანატოლი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უდიდესი ფაქტორი. სტრასბურგის სასამართლოს ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილებით ქართული მედიის ფლაგმანს ანადგურებენ. სულ მალე მის ადგილას მორიგი ”ბიძინვიზია” გაჩნდება“, - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები და მთელი კოლექტივი ევროპული ყაიდის პროფესიონალთა გუნდია.

„დიდი საცოდაობაა, რომ ასეთი ადამიანური სიმდიდრე ერთი ხელის დაკვრით მოშალო. ციფრულ დროში ვცხოვრობთ და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სულ მალე ვიხილავთ ამ ადამიანებს ახალ ეკრანებზე. ივანიშვილისთვის კი ეს ნამდვილად არის პიროსის გამარჯვება, ისეთი გამარჯვება, რომელიც დამარცხების ტოლფასია. რაც შეეხება ”რუსთავი 2-ს”, ის აუცილებლად დაუბრუნდება მის კანონიერ მფლობელებს მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი სასამართლო. ეს დრო კი შორს არა არის“, - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.