"რუსთავი 2“, პირველ რიგში, ქართველ ხალხთან დამარცხდა, ისევე როგორც არშემდგარი საპარლამენტო შტურმი და ხელისუფლების ძალადობრივად აღების მცდელობა"

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ახლა ვკითხულობდი ოპოფლანგის შეფასებებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. თურმე სტრაბურგის სასამრთლოს გადაწყვეტილება სამწუხარო და საფრთხის შემცველი ყოფილა ქართული დემოკრატიისათვის!? ხოლო ნათელაშვილის განცხადება რომ "ქრთამი ევროსასამართლოსაც ანათებს" პირადაპირ აჩვენებს ქართული ოპოზიციის სრულ მარაზმს! ეს არ არის შემთხვევითი. მთელი ეს ოპოზიციური ფლანგი, რომლებსაც გაპრივატირებული ჰქონდათ ამდენი წლების მანძილზე პოლიტიკური ორბიტა, სწორედ ცრუსთავი 2-ის საინფორმაციო ბადით ახდენდნენ მათთვის სასურველი რეალობის სურათის შექმნას და სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილის ტვინების გამორეცხვასაც!

მათი პოლიტიკური რეიტინგებიც სწორედ ამ უმცირესობის დიქტატის რეალობის იდეურ პლათფორმაზე იდგა.

20-21 ივნისის მოვლენებმა და ახლა სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტმა ცხადად აჩვენა, რომ:

  1. საქართველოში მთავრდება ოპოზიციური მამონტების ეპოქა და მომავალი არის ახალი თაობის, რომელიც გამოდის ასპარეზზე(აქ მხედველობაში მყავს ისინი, რომლებსაც აქვთ მიღებული კარგი განათლება და თავიანთი მენტალობით არიან ევროპელები)!;
  2. საქართველო როგორც სახელმწიფო, თავისი ინსტიტუციებით და სასამართლოთი უკვე შემდგარია და აღარ არის ნინიას ბაღი, ინტერგრირებულია რა ევროპულ პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში;

3.რუსთავი 3-ის იდეაც და მომავალიც არის მკვდრადშობილი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტელევიზიის გამართვას, ციფრული ტერქნოლოგიები თავისუფლად უზრუნველყოფენ, რადაგან რუსთავი 2-ის საზოგადოებაზე ზემოქმედების კონცეფცია არის გაკოტრებული,

  1. ახლა მათი განცხადებები არის ჰაერში მუშტების ქნევა, რადგან რუსთავი 2 და მისი მთლიანად სიცრუეზე და ევროპული ღიღებულებების პროფანაციაზე აგებული ნარატივი, დამარცხდა პირველ რიგში ქართველ ხალხთან, ისევე როგორც არშემდგარი საპარლამენტო შტურმი და ხელისუფლების ძალადობრივად აღების მცდელობა!