„რუსთავი 2“ თუ არ იქნება, დადგება „ტვ პირველის“ ჯერი

„რუსთავი 2“ თუ არ იქნება, დადგება „ტვ პირველის“ ჯერი

„რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის ნანუკა ჟორჟოლიას თქმით, მოქმედი ხელისუფლება წინა ხელისუფლების გამოუსწორებელ შეცდომას არ იმეორებს და ტელეკომპანიას სპეცრაზმის შესვლით არ ხურავს.

„მე მესმის, რომ მათ აქ სპეცრაზმით შემოსვლა არ სჭირდებათ, წინა ხელისუფლების გამოუსწორებელ შეცდომას არ იმეორებენ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, სპეცრაზმით დაგვხურავენ თუ სიხშირეს გამორთავენ, ეს ნიშნავს, რომ არხის მიტაცება ხდება“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ტელეწამყვანი ამბობს, რომ „რუსთავი 2“ თუ აღარ იქნება, დადგება „ტვ პირველის“ ჯერი. „რუსთავი 2“-ის გარდა ორი მაუწყებელია, სადაც სუნთქვის საშუალებაა, ეს არის „ტვ პიველი“ და კავკასია. „რუსთავი 2“ თუ აღარ იქნება, დადგება „ტვ პირველის“ ჯერი“, - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

amo სამართალი არაა ამ ქვეყანაში, უფრო სწორად არ აწყობთ. სტრასბურგმა წართმეული დააბრუნა. რატომ ძალადობ ჟურნალისტო. რატომ იძახი თეთრზე შავიაო. გეყოთ ბაირამობა. იყოს არხი ოპონირების და არა დესტრუქციულ რეჟიმში.
4 წლის უკან