შეუძლიათ, “რუსთავი2“ პუტინის საშუალებით გადაარჩინონ

შეუძლიათ, “რუსთავი2“ პუტინის საშუალებით გადაარჩინონ

ფრაქცია “ქართული ოცნება- მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე “რუსთავი 2“-ის საქმეზე “2020NEWS” - თან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი თქმით, “ნიკა გვარამიას, გიორგი გაბუნიასა და მიხეილ სააკაშვილს შეუძლიათ “რუსთავი2“ რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის საშუალებით გადაარჩინონ“.

“იმ შემთხვევაში, თუ ნიკა გვარამიას, გიორგი გაბუნიასა და მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირის სასამართლო არ მოსწონთ და მის გადაწყვეტილებაში ეჭვი შეაქვთ, შეუძლიათ რუსეთში საკუთარ მეპატრონეებს მიმართონ და ტელეკომპანია პუტინის საშუალებით გადაარჩინონ, რაშიც ეჭვი მეპარება, რადგან ევროპის სასამართლოს წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება”,- განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.