"წაიღებენ “რუსთავი2”-ს? თუ იბრძვი მის ადგილას “რუსთავი4″ ამოვა... გამარჯვება წინაა, ბიძინა უკან"

წაიღებენ “რუსთავი2”-ს? თუ იბრძვი მის ადგილას “რუსთავი4″ ამოვა! ეს ბრძოლის ორჯერ ორი ოთხია.გამარჯვება წინაა, ბიძინა უკან! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

“მეგობრებო, ბრძოლა არასოდეს მთავრდება – არც დამარცხებით, არც გამარჯვებით. დამარცხდები?! – უნდა იბრძოლო, რომ გაიმარჯვო. გაიმარჯვებ?! – უნდა განაგრძო ბრძოლა, რომ არ დამარცხდე!

წაიღებენ “რუსთავი2”-ს? თუ იბრძვი მის ადგილას “რუსთავი4″ ამოვა! ეს ბრძოლის ორჯერ ორი ოთხია.გამარჯვება წინაა, ბიძინა უკან!

ახლა რომ გადამწყვეტი ეტაპია ბრძოლის, ამას ბავშვიც კი ხვდება” - წერს მელია.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.