“რუსთავი 2“-დან მხოლოდ ლოგო დარჩება

“რუსთავი 2“-დან მხოლოდ ლოგო დარჩება

ნიკა გვარამიას გადაყენების შემთხვევაში “რუსთავი 2“-დან მხოლოდ ლოგო დარჩება, ამის შესახებ ტელეწამყვანმა ილო ბერიშვილმა განაცხადა.

“ჩვენი ტელევიზიის ფასეულობების და დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის არხის გენერალური დირექტორი. თუ აქამდე ჩვენ გვიცავდა სტრასბურგის დროებითი ღონისძიება, რომელიც თავად სტრასბურგმა გააუქმა, ამიტომა ახლა მთავარი დარტყმა მოდის ნიკა გვარამიაზე. ქიბარ ხალვაშის განცხადებიდნ გამომდინარე, მისი პირველი ნაბიჯი გენერალური დირექტორის მოხსნა იქნება, რომელიც მთლიანად შეცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას. რაც ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ეს გამოიწვევს ამ სახით არსებული „რუსთვი 2“ ის გაქრობას. თუ ეს მოხდება, „რუსთავი 2“-გან დარჩება მხოლოდ ლოგო, რომელიც ქართულ სასამართლოს თუ დავუჯერებთ ქიბარ ხალვაშის შექმნილია”, - აცხადებს ბეროშვილი.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანიის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

სოციალისტი ჩაგიფსით თქვენს უხამსო, უსინდისო, ამორალურ ფასეულობებში!
5 წლის უკან
უ ც ხ ო : ეჰ, ილო, ილო!.. ნიჭიერი კაცი ხარ, თანაც, მრავალმხრივ ნიჭიერი და სადაც გამოჩნდები, ყოველთვის სიმოვნებით გიყურებ ხოლმე... მაგრამ რად გინდა ეს გამოხტომა, რომლის შემდეგაც უნდა გაგინოს ხალხმა? რა გგონია, ხვალ გადაწყვეტილება შეიცვლება და დაგიფასდება, რომ გამოვარდი და დაიცავი ამ სიცრუის მანქანის მესაჭე?
რომელ ფასეულობებზე ლაპარაკობ, - ნაცებისთვის არასასურველი ნებისმიერი ადამიანისთვის ცილის დაწამების, მორალური ტერორისა და განადგურების, ღია ეთერიდან დედის გინების თავისუფლებას თვლი ფასეულობად, რომლის გარანტიც ნიკა გვარამია იყო?!
ყოჩაღ!..
შენგან არ მოველოდი, თორემ ამ კომპანიის თანამშრომელთა უმრავლესობისაგან ნამდვილად არაფერი გამიკვირდება...
5 წლის უკან