ბიძინა ივანიშილი ყველაზე მძიმედ წააგებს

ბიძინა ივანიშილი ყველაზე მძიმედ წააგებს

“რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “რუსთავი -2“ ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:

“როდესაც ხელისუფლებებს მიაქვთ დიდი საინფორმაციო საშუალებები, რომელიც მანამდე დამოუკიდებელი იყო ის განეიტრალებულია. ბრძოლა გრძელდება, მინდა, დავამშვიდო ყველა, რადგან ისინი დირექტორს შეცვლიან. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიხურეთ ქუდი და წავედით სახლში. ივანიშვილი მე მგონი, ყველაზე მძიმედ წააგებს”, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.