“მედიის თავისუფლება არ არის დამოკიდებული ერთი ტელევიზიის ბედზე”

“მედიის თავისუფლება არ არის დამოკიდებული ერთი ტელევიზიის ბედზე”

“ახლა სრულიად სერიოზულად. მას მერე, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადავედით, მედიის თავისუფლება არ არის დამოკიდებული ერთი ტელევიზიის ბედზე. ისევე, როგორც არც ჩვენი ევროპული არჩევანი იყო დამოკიდებული მხოლოდ “ნაც.მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნაზე”, – ამის შესახებ იურისტი სოფია ხორგუანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

ჩვენ ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ არასტაბილურ რეგიონში და ბეწვის ხიდზე ბევრჯერ მოგვიწევს გავლა. ასე რომ, სიმშვიდე, პრაგმატული და პრაქტიკული პოლიტიკა და მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ყველას. p.s. 2000 წელს ნატოს კარზე დავაკაკუნებთო, შევარდნაძემ რომ თქვა და ტრასეკა, ბისეკა, ბაქო-ჯეიჰანები და აბრეშუმის გზები და ანაკლიები რომ მითები გვეგონა, სულ ცოტა ხნის წინ იყო”, – წერს ხორგუანი სოციალურ ქსელში.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა.

საჯარო რეესტრმა ტელევიზიის 60% – ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% ხალვაშის კომპანია „პანორამას“ მიეკუთვნა. გადაწყვეტილება რეესტრმა 15:28 საათზე მიიღო.

დაახლოებით ერთი საათის წინ საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარეგისტრაციო განცხადება მიიღო. პაატა სალია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილებას ითხოვდა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე, ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა სადაც მან აღნიშნა, რომ ერთდერთი ვინც არხს დატოვებს, ეს ნიკა გვარამიაა.